თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმომადგენილი საკითხები და აღნიშნული ცვლილებებიდან ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი საკითხის უკეთ შესწავლის ნიზნით გადაიდო.
დღესვე კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლებიც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ წარუდგინა.
აღნიშნული საკითხები, კომისიის სხდომამდე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა. ოქმის თანახმად თითოეულ მათგანს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.