დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს, რომლის თაობაზე კომისიის წევრებს ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
კერძოდ, დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიისა და გენგეგმის ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველო“ წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორები და განმცხადებლები ესწრებოდნენ.