თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილებოდა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამასახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ზვიად ელიზბარაშვილმა საკრებულოს წევრებს 28 საკითხი წარუდგინა და დეტალურად ახსნა მიწის ნაკვეთებზე განსახორციელებელი ზონალური ცვილელებები.
დეპუტატებმა საკითხების უმრავლესობას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე განაშენიანების რეგულირებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატან ცვილებებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს.
კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას გოჩა ბაბუნაშვილი თავმჯდომარეობდა.