თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარეები - რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. საკითხებს შორის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება განიხილეს.
კომისიის წევრებმა რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო, რომელიც სტრუქტურული ერთეულებიდან, რაიონის გამგეობებიდან და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მომზადდა.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.