თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას თავმჯდომარეები - რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკთხებზე იმსჯელეს. საკითხებს შორის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება განიხილეს.
ასევე, კომისიის წევრებმა რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.