თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნის საკითხი განიხილეს და წარმოდგენილ კანდიდატს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების - ,,საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორიციელების წესს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შ.პ.ს. სატრანსპორტო კომპანიას შორის ,,თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშრებით“ ქვესასესხო და თანხის გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ასევე დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემას, ასევე გაცვლითი და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
დეპუტატების გადაწყვეტილებით,წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ყველა წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
გაერიანებულ სხდომას კომისიების წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოში გოგა მამფორია და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.