თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგადად გარდაცვლილი პირის მემკვიდრისთვის, ქეთევან პეტრიაშვილისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ტექნიკური ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის - შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფისთვის“ დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებასთან დაკავშირებით დავალების მიცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
ცვლილების მიხედვით, მერიის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტმა, რომელიც დღეის მდგომარეობით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფს, პლასტიკური ბარათების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე გაცემის მზაობა გამოთქვა. აღნიშნულ ბარათებზე ასევე ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი განთავსდება, რაც დღეის მდგომარეობით არ არის გათვალისწინებული.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტების თაობაზე იმსჯელეს და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, სარგებლობის უფლებით, ასევე უსასყიდლო უზურფრუქტისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, ტრანპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ვლადიმერ კილასონია, ასევე თბილსერვის ჯგუფისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.