თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებაც იმსჯელეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც დეპუტატებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის თბილისის მერის დავით ნარმანიას წერილით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტებზეც იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი მომავალ სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის შენიშვნებისა და რეკომენდსაციების გათვალისწინებით გავა.
სხდომას ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, ასევე თბილისის მერიისა და სხვადასხვა სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.