თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფონანსო საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობეის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ დეპუტატებს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ქონების მართვისა და საფონანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განმარტა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება, დაახლოებით, 7 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება.
"ეკონომიებიიდან მიღებული თანხები ორი მიმართულებით გადანაწილდება. კერძოდ, სოციალურ მუხლში სოციალური დახმარებებისთვის და ე.წ. "მეცამეტე ხელფასის" გასაცემად, რომელიც გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებისთვის, დასუფთავების სამსახურისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის", _ აღნიშნა სამუშიამ.
დღესვე საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-32 დადგენილებებეში ცვლილების შეტანას.
სხდომაზე დადებითად შეფასდა საკითხები თბილისში ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთისა იჯარით გადაცემისა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, უძრავი ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების გზით გადაცემის თაობაზეც.
დღესვე დეპუტატებმა განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე (ბინებზე) რეგისტრირებული ვალდებულებისაგან მყიდველის გათავისუფლებას და 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას დაუჭირეს მხარი.
ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.