თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სხდომას გამგეობების წარმომადგენლები ესწრებდოდნენ, რომლებმაც დეტალურად განმარტეს ამა თუ იმ ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობის მიზეზები.
ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბისა და მთაწმინდის რაიონების მიერ წარმოდგენილი საკითხები ძირითადად გზების მოვლა-შეკეთებას, საცხოვრებელი სახლების ავარიული ელემენტების გამაგრებას, სპორტული მოედნებისა და სკვერების აღდგენა/მოწყობა/რეაბილიტაციას, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირებას, ასევე საკანილაზიციო და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტირებას ეხებოდა.
აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.