თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიების თავმჯდომარეები შორენა ბუხრაშვილი და გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდნენ, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებების ნუსხა და ქალაქგეგმარებითი დასაბუთება წარმოადგინეს.
კერძოდ, საკრებულოს წევრებმა სამგორის, ისნისა და საბურთალოს რაიონებში არსებული ფუნქციური ზონალური ცვლილებების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.