თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც რევაზ სოხაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ, თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ კალაძის კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რის შემდეგაც, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ, "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში.
დღესვე დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.