თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჟორჟოლიანი და რევაზ სოხაძე უძღვებოდნენ.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული რამდენიმე კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. გაერთიანებულ სხდომაზე განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომელიც სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ წარადგინა.