თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჟორჟოლიანი და რევაზ სოხაძე უძღვებოდნენ.
სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა საკრებულოს წევრებს მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის და ინტეგრირებული ავტომატიზებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შესამუშავებლად გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ამასთან, სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ ტექნიკური ხასიათის ცვლილება წარადგინა, რომელიც სამართალდარღვევების საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების წესს ეხება.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა კატეგორიის აბონენტთათვის დასუფთავების მოსაკრებელის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ საკითხი წარადგინა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2 დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, შპს „ იქსორი თამარაშვილიზე“-თვის და შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-ისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ღია კაფის მოწყობის მიზნით გაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარადგინა საკითხი, რომლითაც ბენეფიციართა იმ კატეგორიების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომლებიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის წესით ისარგებლებენ.
სსიპ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ზონების ცვლილებები, ასევე რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.