თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეათანხმეს.
დღესვე, კომისიების წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.