თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები დაამტკიცეს და რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები შეათანხმეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.