თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებსა და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის, იჯარის, პრივატიზებისა და უზურფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. კომისიების წევრებს აღნიშნული საკითხები თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.