თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წარმომადგენლის ნინო წულაძის ინიციატივით, სანდრო ეულის 7 ნომრის და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტლის მეორე, მესამე და მეოთხე კორპუსების მოსახლეობასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სანდრო ეულის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.
მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი შეხვდნენ.
დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფის წევრების არგუმენტები მოისმინეს, მათ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.