დღეს თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.
საკითხთა შორის სხვადასხვა მისამართებზე ზონალური ცვლილებები და გეგმარებითი დავალებები დაამტკიცეს. ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებაზეც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასა და იჯარით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.