თბილისის საკრებულოში გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ურბანული დაგეგმარების და დეველოპერული განვითარების მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრებმა გერმანელ ექსპერტებს საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს და დედაქალაქში ურბანული განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უცხოელი სტუმრები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით და თბილისის არქიტექტურით დაინტერესდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მხარეებმა მომავალი სამუშაო ფორმატი დაგეგმეს.