დედაქალაქის საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების მოსმენა გრძელდება.
წარმომადგენლობითი ორგანოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურული სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის სხდომაზე, სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ, ამავე სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელშიც ქალაქის სტარტეგიული განვითარების განახლებული გეგმა და თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერელური გეგმის კორექტირების სქემა დეტალურად იყო წარმოდგენილი.
ნინო ღოღობერიძემ სხდომაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურული რუქისა და ელექტორნული არქივის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამსახურში საქმის წარმოება უკვე ელექტორონული სახით მიმდინარეობს. მისივე თქმით უკვე ერთი კვირაა მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ სამსახურთან ონლაინ რეჟიმში გაიაროს კონსულტაცია.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის მიხედვით, აღნიშნული სამსახური სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან დედაქალაქის კონტროლის მექანიზმებს, თბილისში გაყიდული მიწის ნაკვეთებისა და გზების არსებობა ართულებს. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სამსახური მაინც ახერხებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას და ამ მიმართულებით უფრო კონკრეტული სამომავლო ხედვებიც გააჩნია.
სხდომაზე ასევე სამომავლო პროექტებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმებსა და ქალაქგეგმარების კვლევებზე ისაუბრეს, რომლებიც არქიტექტურის სამსახურმა დარგობრივი მიმართულებით განახორციელა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს არქიტეტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და გარკვეული რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს.