11 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და კომისიის წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს განათლების სისტემის და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრეს. განიხილეს თბილისის საკრებულოსა და განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. უწყებებმა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები წარმოადგინეს, რომელთა განხორციელებისთვისაც მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები არჩილ ნიჟარაძე, გურამ ნიკოლაშვილი, შოთა ქევხიშვილი, ნოდარ ბოკერია და ოთარ ჩრდილელი მონაწილეობდნენ.