21 დეკემბერი 2018 თბილისის საკრებულოში მე-20 საუკუნის რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის წიგნის ,,მზის სისხლი’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობითა და მერიის მხარდაჭერით გამოიცა. კრებული პოეტის დღემდე უცნობ ლექსებს, მინიატურებს, პირად ჩანაწერებსა და წერილებს აერთიანებს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმსა და საქართველოს შსს სამინისტროს არქივშია დაცული.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, თემატიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კრებულისა და პოეტის ბიოგრაფიული ჩანაწერების საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში განთავსება. ასევე, თბილისის ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის ვანლერ დაისელის სახელის მინიჭება.
,,ჩვენი მიზანია, რეინკარნაცია მოვახდინოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტის ვანლერ დაისელის და იმ ეპოქის მოღვაწეების, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით გაამდიდრეს ქართული კულტურა და თავისი გმირობით, კიდევ ერთხელ მისცეს პატრიოტიზმს ახალი სიცოცხლე,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ვანლერ დაისელმა შექმნა ახალი პოეტური ორდენი ,,სომნამბულიზმი’’. პოეტი თავისი შემოქმედებით გმობდა რუსულ იმპერიალიზმს, უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც ის გადაასახლეს. ისტორიული ცნობებით, ვანლერ დაისელი 36 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი , წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025