24 მაისი 2018 განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კონფერენციაში ,,26 მაისი/100’’ მიიღო მონაწილება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს მიეძღვნა. დეპუტატი წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების შეფასების კომისიას თავმჯდომარეობდა.
თამარ ტალიაშვილი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებზე დგას და მათი ხელშეწყობა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო იყოს ეკონომიურად მდგრადი და წარმატებული საერთაშორისო ასპარეზზე.
სამეცნიერო კონფერენცია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიციატივით მოეწყო და მასში მონაწილეობა ცნობილმა პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს.
უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა მარუაშვილის განცხადებით, კონფერენციის მიზანი ზოგადი და უმაღლესი განათლების დაახლოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება, სკოლის მასწავლებლების კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაა.
კონფერენციაში მონაწილეებს სერთიფიკატები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით გადაეცათ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025