23 თებერვალი 2018 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა საბავშვო ბაგა-ბაღებში ადრეული განათლების თანამდეროვე სასწავლო ტექნოლოგიების თაობაზე იმსჯელეს. პრეზენტაცია, რომელიც ნეიროპლასტიურობისა და ადრეული განათლების თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს შეეხებოდა, ორგანიზაციის „ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი თანადგომა,“ სწავლების ახალი ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს“ წარმომადგენელი.
როგორც განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია.
„საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის ინიციატივით, ბაგა-ბაღებში დაინერგა ლოგოპედის, სპეცპედაგოგის და ფსიქოლოგის შტატები. აქცენტი გაკეთდა სწავლების მეთოდოლოგიაზეც. მიღებულია კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც ძალიან ბევრ რეფორმასთანაა კავშირში. იმ სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბაგა-ბაღებში დაგვხვდა, არის მიღწევები და ეს დადებითი დინამიკა კვლავ გრძელდება,“- განაცხადა განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ახალი სასწავლო ტექნოლოგიების შექმნას წინ უძღოდა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ჩატარებული კვლევა. მეცნიერები აქცენტს ადრეულ განათლებაზე აკეთებენ, რადგან ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად, 2-იდან 6-წლამდე, ვითარდება.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025