06 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით კულტურის ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი განიხილეს, რომელიც ლიტერატურული ჟურნალის “ცისკარი 1852” გამოცემის ხელშეწყობას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის სარევიზიო ფონდიდან ეტაპობრივად ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება.
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი 1852-1853 და 1857-1875 წლებში გამოდიოდა . 1852-1853 წლებში „ცისკარს“ გიორგი ერისთავი ხელმძღვანელობდა და მთავარი მიზანი მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა იყო.
1857 წელს ჟურნალის გამოცემა ივანე კერესელიძემ განაახლა, რომელიც მას19 წლის განმავლობაში უძღვებოდა.
”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის,დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჟურნალ “ცისკარის” გამოცემა მნიშვნელოვნად შეფერხდა, მოგვიანებით კი საერთოდ შეწყდა.
განახლებულ ჟურნალში ,,ცისკარი 1852“ დაიბეჭდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები.
ამასთან, დიდი ადგილი პროზას, პოეზიას, მხატვრობას, თარგმნილ ლიტერატურასა და მწერლობის სხვადასხვა სფეროებს დაეთმობა. ჟურნალში ასევე ოსურ და აფხაზურ ენებზე თარგმნილი ქართული ნაწარმოებები დაიბეჭდება.
,,ცისკარი 1852“ დიდ როლს შეასრულებს ახალგაზრდა პოეტების, მწერლებისა და მხატვრების გამოვლენასადა პოპულარიზაციაში.
პროექტს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025