01 თებერვალი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელს ლის შანკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ,, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის თაობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა თანამონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიასაც“ შეეხო, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შედგება მუშა ჯგუფები, დაიგეგმება შეხვედრები და გენდერული თანასწორობის საკითხი თვითმმართველობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სარგებელს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობას უკავშირდება და ამასთან, ვფიქრობთ, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ოჯახის გაძლიერება, ხოლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა პოზიტიური როლის გამოკვეთაა. შეხვედრაზე დეპუტატმა ასევე ადგილობრივ დონეზე აღნიშნული პრიორიტეტების ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პროექტი, რომელსაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაცია ახორციელებს, მიზნად ადგილობრივ დონეებზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებზე მუშაობას და საზოგადოების ყველა ჯგუფში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025