15 სექტემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად N112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბაღის შენობა დაათვალიერეს და პედაგოგებსა და ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.
ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე N112 სავაბშვო ბაგა- ბაღს მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გარემონტდა 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები, ასევე შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს თბილისის 103 საბავშვო ბაღში განხორციელდა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025