23 აგვისტო 2016 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ყაზახეთის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინტიტუტის დამფუძნებელს, პროფესორ ჰომი მოტამედის შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რისკების მართვის სწავლების სფეროში ინვესტირება და სამაგისტრო პროგრამისა თუ სასწავლო ცენტრის საქართველოში დაფუძნების პერსპექტივის განხილვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური, ეკოლოგიური, ფინანსური და სხვა რისკების ეფექტური იდენტიფიცირება და მართვა.
ამ მხრივ, რისკების მართვისა და სადაზღვევო სფეროების პროფესიონალებს დიდი როლი აკისრიათ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, შესაბამისად სასურველია ამ სასწავლო დისციპლინების განვითარებაზე ზრუნვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის - ,,სი-აი-ეს’’ - წარმომადგენლები, თამარ მოშიაშვილი და ჰანნანი ბენ მოშე.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025