14 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ნინო ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვას, განხორციელებასა და შესაბამისი კონსულტაციების წარმოებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ჩატარება ბაგა-ბაღებიდან დაიწყება.
ტრენინგების ფარგლებში, აღმზრდელები და თანამშრომლები, საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გაეცნობიან.
მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, სასწავლო დაწესებულებებში ტრეინინგებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით დახმარების აღმოჩენის მზადყოფნა გამოთქვეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025