24 თებერვალი 2016 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი 56 -ე ბაგა-ბაღს ესტუმრა და პატარებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
წიგნის კითხვის აქციას, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ერთად ბაგა- ბაღებიც შეუერთდნენ. დეპუტატმა აქციის ფარგლებში, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ქართული ხალხური ზღაპრები წაუკითხა და მათ წიგნის კითხვის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მისასალმებელია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საქართველოც უერთდება, რაც წიგნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ასეთი ღონისძიებები პატარებისთვის წიგნის შემეცნების და მასთან ურთიერთობის კარგი მაგალითი და სტიმულია “,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 24 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად აღინიშნება. წიგნის კითხვის აქცია მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025