19 თებერვალი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, „თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება თბილისის კულტურულ სივრცეში თანამედროვე ბალეტის დანერგვა და მასში პროფესიონალ და დამწყებ მოცეკვავეთა ჩართვა, ასევე ახალგაზრდა მოცეკვავეთა შემოქმედებითი მოტივაციის გაზრდა იქნება.
ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საგანმანათლებლო პროექტებისა და სამუშაო შეხვედრების, მასტერკლასების განხორციელებას, საზღვარგარეთ თანამედროვე ქართული ბალეტის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კი როგორც საგასტროლო ტურნირების დაგეგმვას, ასევე მსოფლიოში მოღვაწე თანამედროვე ქორეოგრაფების მოწვევას.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ამ მიმართულების განვითარება-პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს.
“თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროგრამა დედაქალაქში თანამედროვე ხელოვნების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად, რაც თანამედროვე კულტურის მრავალსახეობის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებითაა მნიშვნელოვანი’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებთან ერთად სხდომას თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და დასის დაფუძნების წინადადების ავტორი, ბალერინა მარიამ ალექსიძე ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025