13 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
პირველი საკითხი, რომელზეც კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ახალი წესის დამტკიცებას გულისხმობს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი მომავალ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დამატებით, გაფართოებულ საჯარო ფორმატში განიხილება, სადაც დაინტერესებული უწყებები, სტუდენთა თვითმმართველობები და კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი სათათბიროს წევრები იქნებიან მოწვეულნი.
„სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების გარდა დაფინანსებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებიც მიიღებენ. ანუ სტუდენტებს, რომლებსაც 50-70% სასწავლო გრანტი აქვთ მოპოვებული, სემესტრული თანხა 100% -მდე შეევსებათ, ხოლო ისინი, რომელთა მიერ მოპოვებული გრანტი 30% -ის ოდენობით განისაზღვრება ან რომლებმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი საერთოდ ვერ მოიპოვეს, სემესტრული თანხის 50%-ს მიიღებენ’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დღესვე კომისიამ განიხილა და შეითანხმა მაგისტრანტების დაფინანსების ახალი წესი, რომელიც სოციალური სტატუსის მიუხედავად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტების სტიპენდიის საშუალებით წახალისებას გულისხმობს.
სხდომის დასასრულს, კომისიამ მერიის წარმომადგენელს სპორტის, ახალგაზრდობისა და განათლების სამსახურის მიერ პროგრამების განხორციელების წესთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გააცნო.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025