11 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საოპერო მომღერალს თამარ ივერსა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს შეხვდენენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდის „დაცული საზოგადოების“ მიერ 19 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტის თაობაზე ისაუბრეს, რომელიც 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხება ფონდის მიერ შერჩეულ იმ ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებმაც სტიქიის დროს მარჩენალი მშობლები დაკარგეს და ოჯახში მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი ბავშვები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ღონისძიებაში მსოფლიოს საოპერო მომღერლები ალისა კოლოსოვა, ჩარლზ კასტრონოვო,ეკატერინა სიურინა და სერგეი მურზაევი უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას,ხოლო კონცერტს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.
საქველმოქმედო კონცერტი თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
შეხვედრაზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გრანდიოზულ გახსნის თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც 2016 წლის იანვარშია დაგეგმილი.
შეხვედრის დასასრულს თამარ ივერმა გიორგი ალიბეგაშვილსა და თამარ ტალიაშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025