14 აგვისტო 2024
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში მდებარე N211 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო.
N211 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2.346.000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღის ნაწილის გამაგრების შესაბამისი პროცედურები. ამასთანავე, განხორციელდება შენობის სრული რემონტი და სართულის დამატებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდგომ საჯარო ბაგა-ბაღი 4-ჯგუფიანი იქნება და 120 აღსაზრდელს მოემსახურება.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ შენობა-ნაგებობებში კომფორტული გარემო იქნება, ეს კი აუცილებელია როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის. ამდენად, საბავშვო ბაღების განახლება, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება.“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტს ასევე გაეცნო საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025