19 თებერვალი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით და გარკვეული სახის შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიშვილის განცხადებით სახელოვნებო სკოლებში წარჩინებულ მოსწავლეთა და მათ მასწავლებელთა წახალისების არსებული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ამ პრინციპით წახალისება ეძლევა სახელოვნებო სკოლის ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და მასწავლებელს, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსა და მათი პედაგოგებზე. ასევე, წახალისების გარეშეა დარჩენილი არამოთხოვნადი სპეციალობების წარმატებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.
“სახელოვნებო სკოლების დაფინანსების მოქმედი პროგრამები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზეა გათვლილი. აუცილებელია, ეს განსხვავებული მიზნობრიობა ეფექტიანად აისახოს შესაბამის რეგულაციებში“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ მხარი დაუჭირა აღნიშნულ შენიშვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განათლებისა და კულტურის ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიებმა აღნიშნული დადგენილების პროექტში ერთობლივი შენიშვნები შეიტანეს, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
კომისიათა გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ მერიის კულტურის, იურიდიული და საფინანსო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025