17 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წარმომადგენელს რაგნერ სილს საკრებულოში შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო კულტურის პოლიტიკაში ევროპული გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა საუბრისას აქცენტი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წარმომადგენელს რაგნერ სილს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას და შემოქმედებითი პროცესებისთვის ხელშეწყობას გაუსვა ხაზი.
საკრებულოს წევრმა ასევე კულტურისა და განათლების კომისიის მიერ ორგანიზებულ ახალ პროგრამაზე ისაუბრა, რომლის მიზანი დამწყები დიზაინერებისა და შემოქმედებითი და ხელოვანი ადამიანების ხელშეწყობაა.
დეპუტატმა 2015 წელს განხორციელებული კულტურული და შემოქმედებითი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა სტუმარს ინფორმაცია.
როგორც შეხვედრაზე რაგნერ სილმა აღნიშნა, ის მოხარულია მსგავსი მნიშვნელობის პროექტებში ევროკავშირის ჩართულობის შესაძლებლობით:
„ჩემი მიზანია, დავეხმაროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავიანთი სტრატეგია და კონკურენტუნარიანობა, როგორც კულტურის, ასევე შემოქმედებითი სექტორის დარგში, რაც მათ ევროპული ქსელების ხელოვანებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას მისცემს’’,- განაცხდა რაგნერ სილმა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში კულტურისა და ხელოვნების როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025