30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 296 420,1 ათასი ლარით და შეადგენს 2 506 978,3 ათას ლარს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2026 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ნაწილის 273 860,1 ათასი ლარის (მათ შორის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში 2025 წელს ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხული ნაშთი - 2 095,6 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.