13 ივლისი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ბიუჯეტით განსაზღვრული პროექტების 6 თვის შესრულების ანგარიში მერის მოადგილის - ნინა ხატისკაცისგან, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და ასევე "ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის" ხელმძღვანელებისგან მოისმინეს.
სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებით როგორც საკრებულოს წევრებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა - ია მაქაცარიამ დეპუტატებს მერიის კულტურისა და საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და კვლევების განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურად წარმოუდგინა.
კვლევა, რომლის საფუძველზეც სამომავლო გეგმები დაისახა, 57 მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში ჩატარდა.
ამავე სხდომაზე, თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების განვითარებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გამოითქვა.
„ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა - ზურაბ წერეთელმა 6 თვის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე კულტურის სფეროების მიხედვით დახარჯული თანხების პროცენტული გადანაწილების თაობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
სხდომის მსვლელობისას კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა მერიის წარმომადგენლებს არაერთი რეკომენდაციით მიმართა.
დეპუტატმა კომისიისა და სათათბირო წევრებისგან მუნიციპალურ დონეზე კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესის დაჩქარების, მისი დამუშავებისა და მერიაში გადაგზავნისთვის ორგანიზების გაწევის მიზნით, მათი ხედვებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა მოითხოვა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025