24 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განიხილება ცვლილება 2007 წლის 16 მარტის N194 ბრძანებაში, რომელიც ეხება საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცებას. ცვლილების თანახმად, სკოლას შეეძლება, ეწოდოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული იმ პირის სახელი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ბუნებრივი რესურსებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასთან.
სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ წარმოადგინა ახალი გამოცემა -მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი საცნობარო წიგნი, რომელიც გამოიცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით. წიგნი მოიცავს 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიულ ცნობარს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და შენარჩუნების მიმართულებით.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაა, რომელიც 150.00 ათასი ლარით იზრდება.
დღესვე კომისიის სხდომაზე განხილული იყო ქართველი მძლეოსნის, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით სანეევი ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელია. ასევე, საქართველოს სპორტსმენთა შორის; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977წწ; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი; 2001 წელს დაასახელეს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1999 წელს მიიღო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი,2005 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხის თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025