22 მარტი 2024 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია განათლებისა და კულტურის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგებისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების მაჩვენებლების შესახებ.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხი მოისმინეს და სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025