28 დეკემბერი 2020 თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა, საკითხი დეტალური განხილვისთვის თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა. სხდომაზევე წარმოადგინეს პრეზენტაცია, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, საბავშვო ბიბლიოთეკისა და საბავშვო წიგნების ფესტივალის, ქართული ზღაპრებისა და ილუსტრაციების სკოლის, ილია ჭავჭავაძის პირველი სანოტო სტამბის აღდგენის, საგამომცემლო სექტორის კვლევისა და სხვა პროგრამების შესახებ.
„ფაქტი, რომ UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისმა მოიპოვა ,,წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი“ ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა. ეს არა მხოლოდ სტატუსი, აღიარება და ნდობაა საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ საუკეთესო შესაძლებლობაა, შევძლოთ წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია; მსოფლიო პანდემიური გარემოს მიუხედავად, ჩვენ ამ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ და მაქსიმალური წარმატებით შევძლოთ ქართული მწერლობის, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელებისა და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” მიზნებია 2021-2022 წლებში თბილისის, როგორც Unesco-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ფარგლებში, წერა-კითხვისა და წიგნიერების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება; წიგნიერების, ქართული მწერლობისა და დამწერლობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით; სხვადასხვა მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 22 აპრილამდე, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ განაცხადი 2019 წელს წარადგინა და ფინალში საფრანგეთსა და ინგლისთან ერთად გავიდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ვალდებულია ზედმიწევნით განახორციელოს პროექტების ჩამონათვალი, რაც საკონკურსო აპლიკაციად წარადგინა და მიზნად ისახავს წიგნის, ლიტერატურის, კითხვის პოპულარიზაციას. პროგრამის თანახმად დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი და ღონისძიება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025