16 თებერვალი 2021
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გამოფენა ,,ფერწერა აფხაზეთიდან’’ გაიმართა. გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ აფხაზეთის თემაზე გამოფენას სწორედ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო მასპინძლობს. მისივე თქმით, წარმატებული ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს საკრებულოში, გამოფენა „ფერწერა აფხაზეთიდან“ გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა თაობის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. ვფიქრობ, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გამოფენა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეძღვნება.
„100 წელი სრულდება საბჭოთა ოკუპაციიდან. თბილისის საკრებულოში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების შემოქმედებითი გამოფენა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩას იუნკერების სახელები მიენიჭება“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენაზე 30-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025