28 თებერვალი 2018
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და კომისიის წევრებმა ანა ლაშხმა და ერეკლე კუხიანიძემ საქართველოს სახალხო არტისტის დოდო ჭიჭინიაძის მემოიალური დაფის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
დოდო ჭიჭინაძის მემორიალური დაფის გახსნის ინიციატორი საქართველოს ქალთა საბჭოა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით განცხადებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.
თამარ ტალიაშვილმა საზოგადოებას სახალხო არტისტის, დოდო ჭიჭინაძის შემოქმედების კიდევ ერთხელ დაფასება მიულოცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი და საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის ნიკოლოზ წულუკიძე, ბასა ფოცხიშვილი და გოგი ჭიჭინაძე.
მსახიობი დოდო ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ქ. ქუთაისში. 1950 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1960 წელს მიენიჭა დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს კი კინოთეატრ რუსთაველის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი. დოდო ჭიჭინაძე 2009 წლის 4 ნოემბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025