თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, ხსოვნას მიაგეს პატივი და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დაფუძნება, როგორებიცაა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასევე ქართული დრამატული საზოგადოება, ამასთანავე ის იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. დიმიტრი ყიფიანი გახლდათ თბილისის პირველი არჩეული ქალაქისთავი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით, დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი.