10 მაისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კუტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის სერტიფიკატები გადასცა.
პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი ბაგა-ბაღებში მოქმედმა 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა.
თამარ ტალიაშვილმა ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს გადამზადების კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვისთვის ფსიქოსომატური განვითარების თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნაა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების როლი ძალიან დიდია’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისევე თქმით, ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატებით უზრუნველყოფის საკითხი 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხვა ინიციატივებთან ერთად აისახა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად დაიწყო.
ტრენინგის მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებისა და ბაღში ინკლუზიური გარემოს შექმნაა.
პირველი ეტაპის გადამზადებულ სპეციალისტებს პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“ გადაეცათ.
ამ ეტაპზე ფსიქოლოგის შტატი უკვე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 72%-შია დაშვებული, 2016 წლის ივნისი-ივლისისთვის კი აღნიშნული შტატებით ბაგა-ბაღების 100%-ის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ ისაუბრეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025