11 ივნისი 2022
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პროექტის - „ოპერა შენს ეზოში“ პირველ ღონისძიებას დაესწრო.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის 170-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი პროექტი ვაზისუბნის II მკ/რ-ნის, მე-10, მე-11 და მე-12 კორპუსების ეზოში, მოედანზე დაიწყო. ღონისძიებაზე ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანმა სოლისტებმა, ახალგაზრდა საოპერო მომღერლებმა და კონცერტმაისტერებმა პირველი კონცერტი გამართეს.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის სხვა და სხვა უბანში გამართული მრავალფეროვანი და ფართო საზოგადოების ინტერესზე გათვლილი კლასიკური მუსიკის კონცერტი მოსახლეობის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მიერ დაფინანსებული პროექტი „ოპერა შენს ეზოში“ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალაქის თითოეული უბნის მაცხოვრებელს შესაძლებლობა მიეცეს თავისი უბნის სკვერში ან ეზოში ეზიაროს საოპერო ხელოვნებას, რადგან მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელს არ აქვს საშუალება დაესწროს კლასიკური მუსიკის საღამოებსა და საოპერო წარმოდგენებს“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კოსტიუმირებულ ღონისძიებაზე რომელსაც ვანო გალუაშვილი ხელმძღვანელობდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის და ოთარ თაქთაქიშვილის ოპერებიდან ნაწარმოებები, ასევე დასავლეთ ევროპული და ნეაპოლიტანური სიმღერების შედევრები იყო წარმოდგენილი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025