თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები კახაბერ ლაბუჩიძე და გურამ ოქროპირიძე უძღვებოდნენ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიების წევრებმა დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ გააცნო.
დღესვე, დეპუტატებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან მიქავასაც მოუსმინეს, რომელმაც გასული წლის დედაქალაქის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
ამას გარდა, განათლებისა და კულტურის კომისიების წევრებმა დევი აბაშიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ წარმოდგენილი კორესპონდენცია განიხილეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.