06 ოქტომბერი 2022 თბილისი საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღები შემოსულობების პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.
წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
აღნიშნულის შესაბამისად, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
მათ შორის, წარმოდგენილი ბიუჯეტით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ასევე სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც.
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025