09 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს ექვსი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ კომისიების წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარუდგინა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხი წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საკრებულოს №28-96 დადგენილებაში ცვლილებას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე განკარგულების პროექტს დაუჭირეს მხარი. საკითხები თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ საირმის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებული პირების მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი გააცნო კომისიების წევრებს. ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის - „თბილისი საქართველოსთვის" რეგისტრაციის საკითხი.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021